გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

ჩიკვაიძის საქმე სამოქალაქო დავიდან პოლიტიკურ სისხლისსამართლებრივ დევნად გადაიქცა – TI
გიორგი ჩიკვაიძემ დღეს სრული შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

“პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ!!!”,- წერს ეკა წერეთელი.

7 მისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით 11 მარტს შეეცვალა, ის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ჩიკვაიძე დაპატიმრების შემდეგ შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *