„გრანტების შესახებ“ კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ სიძულვილს – კობახიძე

„გრანტების შესახებ“ კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ სიძულვილს – კობახიძე
გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, ეს კანონი, შესაბამისად, უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით.

„საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულმა პარლამენტში გასულ კვირას კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.

„გრანტების შესახებ“ კანონში ჩნდება „აკრძალული გრანტის“ ცნება – ანუ დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება, თუ მას არ ექნება მთავრობის თანხმობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *