გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს

გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს

გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის. მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჯერ ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა, შემდეგ კი ტელეკომპანია “იმედს” შსს-ში დაუდასტურეს, რომ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. მათ ეს ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად,”, — განმარტეს შსს-ში. საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და ის თუ ვინ რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას მოგვიანებით გახდება ცნობილი, — წერს ტელეკომპანია “იმედი”. ბათუმელების ცნობით, გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ოცნების დროს. ბესელიას აჭარაში დანიშვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მთავარი ფიგურანტია. დგებუაძე ამ საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი – მან განაცხადა, რომ 12 იანვარს მზია ამაღლობელის მიერ აქციაზე გაწნული სილის შედეგად ლოყა გაუწითლდა და ტკივილი განიცადა, — წერს ბათუმელები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *