გსმენიათ აზბესტის შესახებ?

გსმენიათ აზბესტის შესახებ?

აზბესტი – არის ნივთიერება, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში აქტიურად გამოიყებოდა სხვადასხვა სამშენებლო მასალებში მისი სიმტკიცის, ტემპერატურისადმი მედეგობისა და საიზოლაციო თვისებები, მათ შორის შიფერის სახურავებში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საშიშია ჯანმრთელობისთვის, მას დღეს ჩუმ მკვლელად მოიხსენიებენ და მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში სრულად არის აკრძალული.

დღესაც მრავლად შეხვდებით შიფერით გადახურულ სახლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელთა ხანდაზმულობა უკვე მრავალ წელს ითვლის და შესაძლოა თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იყოს, რადგან აზბესტის ბოჭკო გამოყოფას იწყებს შიფერის ერთიანობის დარღვევის შემდეგ და თანაც, მისი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ნოვას, როგორც თუნუქის სახურავების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებელს საქართველოში, ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზიანების რისკების თავიდან არიდებაში და შევთავაზოთ ძველი აზბესტის შიფერის სახურავების ახალი, უსაფრთხო თუნუქით ჩანაცვლება. პროექტის ლიბერთი ბანკთან ერთად გთავაზობთ 6 თვიან უპროცენტო (ეფექტური 0%-დან) განვადებას, რომელიც ვრცელდება სახურავებსა და მის მაკომპლექტებელ პროდუქტებზე. ასევე, 1-31 მაისის ჩათვლით, ნოვაში პროდუქტის ტოპ ქარდით შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს 6 თვიანი უპროცენტო განაწილებით.

პროექტი 1 თვეა ჩაეშვა და ამ შეთავაზებით უკვე სარგებლობენ ჩვენი მომხმარებლები მთელი საქართველოს მასშტაბით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *