გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჩემმა მეუღლემ ამას ვე

გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჩემმა მეუღლემ ამას ვე

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.

მიხეილ ართმელაძე იხსენებს თუ რა მდგომარეობაში დაიბრუნა გარდაცვლილი შვილი, მისი თქმით, გარდაცვლილს ამოღებული ჰქონდა ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია, გულ-მკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით, რომ სისხლიანმა რეჟიმმა ცარიელი ფუტლარი დაუბრუნეს ოჯახს.

„ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.

სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულ-მკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *