დონალდ ტუსკმა პირდაპირ თქვა, რომ „დიფ სთეითის“ წევრია და ამ პროცესებში მონაწილეობა უნდა მივიღოო, სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება მისი განცხადება აიხსნას, როცა საქართველოს მოქალაქეები არაფერ განსაკუთრებულს არ ჩადიან, მათ შორის პოლონეთში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ტუსკის განცხადებაა, რომ ვიზალიბერალიზაცია ბოლო სავაჭრო საგნად აქციონ.
„იციან, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება, მაგრამ „დიფ სთეითის“ ნაწილია და ამ განცხადებას აკეთებინებენ. რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც ისე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც სხვები. ამას საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე აღსრულება ვერ ექნება. ეს არის შანტაჟი, როგორც იყო კანდიდატის სტატუსი, მეორე ფრონტის გახსნა-არგახსნა, ახლა არის უვიზო მიმოსვლა. ვის ჰგონია, რომ თუ საქართველოში ადამიანს ეტყვიან, შენი ქვეყანა სუვერენიტეტს არ დაკარგავს, ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთ, რას აირჩევს? – ამაზე არავინ წავა, ეს კარგად გაშიფრული სქემაა. ეს მუქარა აღარ იმუშავებს, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ სხვა რესურსიც აღარ აქვთ დარჩენილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.