უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა.
„რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ბოლო სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გრიგოლ ბესელია ჩაანაცვლა. რაც შეეხება გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელი, ლაშა გოგნიაშვილი იყო.ლაშა გოგნიაშვილმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს.