ახალი მოადგილე გურიის თავადაც ახალმა გუბერნატორმა, გიორგი ღურჯუმელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაშა ჭელიძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წლიდან დანიშვნამდე ის საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში მუშაობდა.
bm.ge დაინტერესდა, ვინ ჩაანაცვლა ჭელიძემ. ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მას არავინ ჩაუნაცვლებია და პოსტი 2 წლის განმავლობაში ვაკანტური იყო.
2025 წლის 6 მაისს, ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი სახელმწიფო რწმუნებული დანიშნა შემდეგი რეგიონებისთვის:
- მცხეთა-მთიანეთი – ალექსანდრე ზაგაშვილი (შეცვალა ალექსანდრე ზაგაშვილი)
- შიდა ქართლი – სიმონ გულედანი (შეცვალა ლევან ხარაბაძე)
- სამცხე-ჯავახეთი – ზაალ გელაშვილი (შეცვალა ბესიკ ამირანაშვილი)
- გურია – გიორგი ღურჯუმელიძე (შეცვალა გიორგი ურუშაძე)
- ქვემო ქართლი – ლევან ხარაბაძე (შეცვალა გიორგი დოხტურიშვილი)
ამის შემდეგ, ცვლილება შეეხო მოადგილეებსაც. პირველი ცვლილება აღნიშნულ პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი შინჯიკაშვილი იყო. “პირადი განცხადების საფუძველზე” თანამდებობა ჩინოსანმა 12 მაისს დატოვა.
გუშინ, 19 მაისს შეიცვალა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეც. პოსტზე ჯონი ბერუაშვილი დაინიშნა.
დღეს, 20 მაისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა. მან ლევან სანიკიძე შეცვალა. სანიკიძის გადადგომის ოფიციალური მიზეზის პირადი განცხადებაა.