დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფუ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფუ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. “ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,” — ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ფურცელაძე 2011 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია “ავერსი-ფარმაში” სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2016-2018 წლებში, სადაზღვევო კომპანია “ალფას” ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ბოლო დირექტორი ამირან გამყრელიძე იყო, რომელმაც თანამდებობა 2022 წლის აგვისტოში დატოვა — მას შემდეგ, ცენტრს მუდმივი დირექტორი არ ჰყავდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *