დაგროვებითი პენსიით 18 749-მა ადამიანმა ისარგებლა – ფონდი

დაგროვებითი პენსიით 18 749-მა ადამიანმა ისარგებლა – ფონდი
საქართველოს საპენსიო ფონდის” ინფორმაციით, 30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18 749-მა ადამიანმა ისარგებლა. მათზე პენსიის სახით ჯამურად 79.2 მლნ ლარი გაიცა.

განახლებული სტატისტიკით, 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში 1 მილიონ 612 ათასი მონაწილეა ჩართული.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *