თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.
როგორც BMG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კორპუსიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც კონტაქტურ მდგომარეობაში იყვნენ.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.