დაზვერვის სამსახური სუს-ის მმართველობაში გადადის და საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზ

სუსი: გამოვავლინეთ უცხოური კომპანიები, რომელთა პროდუქციაც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულებითაც გ
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. IPN-ის ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიციირებულია. კანონის პროექტებით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებთან და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *