სილქ ბანკისგან სიახლეა — ლოიალობის პროგრამა „ქულები“, რომელიც შენს ყოველდღიურ ფინანსურ გამოცდილებას ბევრად უფრო მარტივსა და სარგებლიანს გახდის.
მომხმარებელი თითოეულ გადახდაზე მეტ ქულას აგროვებს:
- თანხის 1% ბრუნდება – „Wallet-ით“ (Apple Pay / Google Pay) გადახდებზე — როგორც პოსტერმინალზე, ისე ონლაინ შოპინგზე;
- თანხის 0.5% ბრუნდება – დანარჩენი ტიპის გადახდებზე — იქნება ეს ფიზიკური ბარათი ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალზე, თუ ონლაინ მაღაზიაში მიბმული ბარათით ანგარიშსწორება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სილქის მობაილბანკის მომხმარებლები სარგებლობენ სრულიად უფასო სადებეტო ბარათით, ანგარიშით, კომუნალური გადახდებით, განაღდებითა და გადარიცხვით — 0% საკომისიო გადასახადით.
ეს ქმნის კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე: სილქის მომხმარებლებს შეუძლიათ, დააგროვონ უფრო მეტი ქულა სრულიად უფასო საბანკო სერვისებით სარგებლობასთან ერთად. მსვავსი ბენეფიტები, განსხვავებით სილქისგან, დღეს მხოლოდ კონკურენტი ბანკების ძვირადღირებულ პრემიუმ ბარათებზეა ხელმისაწვდომი. მოკლედ რომ ვთქვათ — არ ვიხდით არაფერს და ვაგროვებთ მეტს.
როგორ მუშაობს ლოიალობის პროგრამა?
პროგრამაში ჩართვა სრულიად ავტომატურია — საკმარისია, რომ მომხმარებელი დარეგისტრირდეს Silk-ის მობაილბანკში. რეგისტრაციისთანავე გაიხსნება უფასო საბანკო ანგარიში და ციფრული ბარათი, მომხმარებელი კი ავტომატურად შეუერთდება ლოიალობის პროგრამას.
გადაცვალე ქულები ლარში — როცა გინდა
დაგროვებული ქულების გამოყენება მარტივია: 100 ქულა = 1 ლარს. თანაც, ქულების ლარში გადაცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ძალიან მარტივად — პირდაპირ აპლიკაციაში. გარდა ამისა, Silk-ის მობაილბანკში შესაძლებელია ქულებით მობილური ბალანსის შევსება, ან კომუნიალური თუ სხვა სახის გადასახადების დაფარვა.
ვისთვის არის პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო?
„ქულების“ პროგრამა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა საინტერესო, ვისაც ქულების დაგროვება უყვარს; ასევე მათთვის, ვისაც უამრავი საკომისიო და სხვა ფარული ხარჯები აწუხებს.
პროგრამა ასევე მიმზიდველია ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის- თუ Amazon-ით, eBay-თ, Temu-თი ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებით ხშირად სარგებლობთ, სილქის ბარათით გადახდისას იმავე პირობებით მიიღებთ ქეშბექს, როგორც საქართველოში გადახდისას დაიბრუნებდით. ზოგადად, უცხოურ ონლაინ მაღაზიებში შოპინგისას თანხის დაბრუნება ქართულ საბანკო ბაზარზე დღემდე იშვიათი გამოცდილებაა. თუმცა სილქ ბანკის ბარათის მფლობელებისთვის ეს სარგებელი უკვე რეალობაა.
მთლიანობაში, სილქ ბანკის ლოიალობის პროგრამა მომხმარებელს რეალურ ღირებულებას სთავაზობს — ყველაზე მარტივი და სარგებლიანი ლოიალობის პროგრამაა ქართულ ბაზარზე:
– იხდი ნებისმიერ ტერმინალზე ან ვებ გვერდზე, საქართველოში და საზღვარგარეთ – არ გიწევს ფიქრი რომელ გადახდაზე დაგერიცხება ქულა და რომელზე არა!
– ქულებს იყენებ როცა გინდა, 100 ქულა, ყოველთვის 1 ლარია – არ გიწევს ლოდინი შეთავაზებებისთვის და ყოველთვის შეგიძლია გამოიყენო ქულები;
– ყველანაირ სარგებელს ქულებით დაწყებული, საბანკო სერვისებით დამთავრებული, იღებ უფასოდ – არ გიწევს რაიმე სახის პრემიუმ ბარათების შეძენა და ყოველთვიური საკომისიო/მომსახურების ღირებულების გადასახადები!