დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი

დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გასულ ღამით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ახალგაზრდის დაკავებას ეხმიანება.

როგორც ის X-ზე წერს, დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს.

“ტერორი საქართველოში. დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

გუშინ, პარლამენტთან სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *