დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად დაინიშნა.

საქმე ის არის, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორის პოზიციაზე ნიკა ცხვარაშვილი ბეჟან ობგაიძემ ჩაანაცვლა, რომელიც გუშინდელ დღემდე თავის მხრივ აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე 3 აპრილიდან მუშაობდა.

იუსტიციის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მაისურაძემ წარუდგინეს.

“ნიკა ცხვარაშვილს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *