დასახელდა უცნაური საგნები, რომელიც აეროპორტის სკანერებმა შესაძლოა საფრთხედ მიიჩნიოს

დასახელდა უცნაური საგნები, რომელიც აეროპორტის სკანერებმა შესაძლოა საფრთხედ მიიჩნიოს

აეროპორტის სკანერები, როგორც წესი, ეძებენ იარაღს და უსაფრთხოებისთვის ზიანის მიმყენებელ, სხვა საშიშ საგნებს. თუმცა, არის რამდენიმე ნივთი, რაც სკანერმა ასევე შესაძლოა „საფრთხედ“ აღიქვას – წერს Time Out.

დაზუსტებულია, რომ სკანერებმა შეიძლება საფრთხედ მიიჩნიონ სქელი თმა, თმის სამაგრები, პირსინგი და ბიუსტჰალტერში არსებული მავთულხლართები.

ხელსაწყოები, რომლებიც ბარგის სკანირებას ახდენს, გამოყოფს რენტგენის სხივებს, რომლებიც გადის ჩანთებში და ითვლის შიგთავსის სიმკვრივესა და მასას, მათ შორის მეტალის, არა მეტალის და ორგანული საგნების. ყველა მეტალის ნივთი ლურჯია, ორგანული მასალა ნარინჯისფერია, მსუბუქი ლითონები კი მწვანე.

კომპანიის ცნობით, ორგანული მასალები, როგორიცაა საკვები, ქაღალდი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ნარკოტიკები, სკანერებზე ნარინჯისფერშია მონიშნული. თუ სკანერმა რაიმე საეჭვო შენიშნა თქვენს ბარგში, მას უსაფრთხოების სამსახური შეამოწმებს. აღნიშნულია, რომ ასევე არსებობს კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერები, რომლებიც აეროპორტის თანამშრომლებს ბარგის შიგთავსზე ინფორმაციას აწვდიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *