დასახელდა COVID-19-ის 3 გრძელვადიანი შედეგი ბავშვებში

დასახელდა COVID-19-ის 3 გრძელვადიანი შედეგი ბავშვებში

ბავშვებში კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გრძელვადიან პერიოდში. ამ დასკვნამდე მივიდნენ პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის მეცნიერები.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ყურადღება ორიენტირებულია COVID-19-ის მწვავე ფაზაზე, ჩვენი დასკვნები ვარაუდობენ, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი რისკები ემუქრებათ, რაც უნდა იყოს მონიტორინგში“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა.

თირკმელების დაავადება

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა JAMA Network Open-ში, მოიცავდა 21 წლამდე ასაკის 1,900,146 ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებს. მეცნიერებმა 2020-2023 წლებში კოვიდგადატანილი პაციენტები შეამოწმეს. გაირკვა, რომ გამოჯანმრთელებულ ბავშვებს 17%-ით მეტი აქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადების მეორე, მსუბუქი სტადიის განვითარების რისკი. მათ ასევე ჰქონდათ 35%-ით მაღალი რისკი 3 სტადიის, ზომიერი, ქრონიკული თირკმლის დაავადების.

ასევე, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც თირკმელების დაზიანება აღენიშნებოდათ კოროვირუსის მწვავე სტადიაზე, აღენიშნებოდათ 29%-ით მეტი რისკი ამ ორგანოებში დამატებითი გართულებების განვითარების ინფიცირებიდან სამიდან ექვს თვემდე.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

კიდევ ერთი კვლევაში შეისწავლეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 1,576,933 ბავშვსა და მოზარდში. ბავშვებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან, 25%-ით მეტი ჰქონდათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების რისკი დაავადების შემდგომი მწვავე პერიოდში. რისკი „ქრონიკულ ფაზაში“ გაიზარდა ბავშვების 28%-მდე COVID-19 ინფექციის შემდეგ ექვსი თვიდან ორ წელიწადში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი

კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებს ერთი ან მეტი გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების საგრძნობლად მაღალი რისკი აქვთ. საუბარია არითმიაზე, გულის ანთებაზე, გულმკერდის ტკივილსა და ჰიპერტენზიაზე.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რისკი 63%-ით გაიზარდა როგორც გულის თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებში, ასევე მათში, ვისაც ამ ორგანოს მსგავსი პრობლემა არ ჰქონდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *