სააგენტოს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე უკვე მიმდინარეობს საკარანტინო ღონისძიებები, რაც გულისხმობს დაავადების კერაში ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციას, გადაადგილების შეზღუდვას, დეზინფექციასა და ვეტერინარულ ზედამხედველობას. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ მიღებული აქვს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის უწყებებსაც.
ცოფი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანზე გადადის დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით – დაკბენის ან დაკაწვრის გზით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევაში, დაავადება, კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, ფატალურად სრულდება.
სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, დროულად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ შინაურ ცხოველებს – ძაღლებსა და კატებს, რათა თავიდან აიცილონ ცოფის გავრცელების რისკი.
ცოფის პრევენციის მიზნით, სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე ცხოველის აცრას უზრუნველყოფს.