დეპოზიტები „კრისტალისგან“ — მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და მოქნილი პირობებით

დეპოზიტები „კრისტალისგან“ — მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და მოქნილი პირობებით

კრისტალმამომხმარებლებისთვის დეპოზიტების შეთავაზება დაიწყო. პროდუქტი მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ყველაზე კონკურენტული, მოქნილი პირობებითაა გამორჩეული.

კრისტალისდეპოზიტებით სარგებლობა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, დაზოგილი თანხა შემოსავლის სტაბილურ წყაროდ აქციონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიკრობანკი მონაწილეობსდეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში და შესაბამისად, ყველა დეპოზიტი დაზღვეულია, რაც პროდუქტის მიმართ სანდოობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დაცულობასაც უზრუნველყოფს.

კრისტალშიდეპოზიტების გახსნა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს შეუძლიათ. რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, დეპოზიტის მინიმალური თანხა 100 ერთეულია, მაქსიმალური კი — 30 000 ლარი, ან/და მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან/და ევროში.

დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმ 3-თვიანი და მაქსიმუმ 24-თვიანი ვადით ისარგებლონ, პროცენტის დარიცხვა კი ყოველთვიურად, ვადის ბოლოს ან წინასწარი დარიცხვით არის შესაძლებელი, რაცკრისტალისდეპოზიტის კიდევ ერთი უპირატესობაა.

დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთები განსხვავებულია მაღალი სარგებლის, დარიცხვის პირობებისა და ვადიანობის მიხედვით. ამჯერად, ბაზარზე პირველი გამოჩენისას, სააქციიო პირობების მიხედვით პროდუქტი ასე გამოიყურება: ეფექტური ლარში — 14%, დოლარში — 7%, ევროში კი — 4,75 %, რაცკრისტალშიგახსნილ დეპოზიტს მნიშვნელოვნად განასხვავებს სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან. სააქციო პირობები 1 აგვისტომდე გაგრძელდება.

სასურველი დეპოზიტის გახსნაკრისტალისნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

ბოლო წლების განმავლობაში დეპოზიტებზე მოთხოვნა საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია. ამიტომ, „კრისტალმასაბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ერთერთ მთავარ პროდუქტად მომხმარებლებს სწორედ დეპოზიტები შესთავაზა. მათი შემუშავებისას კი მაქსიმალურად გაითვალისწინა მათი ინტერესები და საჭიროებები.

აღსანიშნავია, რომ საბანკო საქმიანობის დაწყებამდეც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ გამორჩეული საინვესტიციო პროდუქტითმონეტა“, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ, ფართო შესაძლებლობებს, ხელსაყრელ პირობებსა და მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 100 000 ლარიდან იწყება. დეპოზიტების შემთხვევაში კი ეს თანხა 100 ერთეულია, რაც საკუთარი დანაზოგის ინვესტირების საშუალებას ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებელს აძლევს.

27 წლიანი ისტორია, მყარი რეპუტაცია, სანდოობა, გამჭვირვალობა, საერთაშორისო ინვესტორების ბაზა და ის არაერთი ჯილდო, რომელიც გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობის მიმართულებით აქვს კრისტალს მიღებული როგორც ადგილობრივი, ასევე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ახალი პროდუქტების მიმართ ნდობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

კრისტალმაპირველი საბანკო პროდუქტების შეთავაზება 16 ივნისიდან დაიწყო. კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიშები და ისარგებლონ საბანკო გადარიცხვებით როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. 23 ივნისიდან კი მათ დეპოზიტების გახსნის შესაძლებლობაც აქვთ. ეტაპობრივადკრისტალისპროდუქტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, გაგრძელდება საინტერესო და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მოქნილი პირობების შეთავაზება, ციფრული მომსახურებების განვითარება და გამრავალფეროვნება უკვე სექტემბრიდან კი მომხმარებლებიკრისტალისპლასტიკური ბარათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

მიკრობანკიკრისტალისშესახებ:

მიკრობანკიკრისტალისაქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 566 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 –ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *