„ყველაფერი განვიხილეთ, დიალოგი გაჯერებული და არც ისე მარტივი იყო, თუმცა ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. პრობლემების უმრავლესობა განვიხილეთ. რა თქმა უნდა, ყველფერია არ გადაგვიწყვეტია, ყველაფერში ვერ შევთანხმდით, მაგრამ ის რომ ასეთი საუბარი შედგა, მგონია, რომ ეს საკმაოდ დროულია, ახალი ადმინისტრაციის და ახალი პოლიტიკოსების მოსვლის გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტული ჯგუფების შეხვედრაზე მოვიდნენ“, – განაცხადა კარასინმა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთისა და აშშ-ს მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის გაეროსა და სხვა ქვეყნების, ჩართულობით გაიმართა.
„გავაგრძელებ საერთაშორისო საზოგადოების ამ პროცესში ჩართულობას, უპირველეს ყოვლისა გაეროს და სხვა ქვეყნების ჩართულობით. საერთო ჯამში, დამრჩა კონსტრუქციული დიალოგის შთაბეჭდილება, რომელიც საჭირო და აუცილებელია. ამაში ამერიკელებიც დაინტერესებულები არიან“, – თქვა მან.