ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-ს განცხადებით, დიანა კიღურაძე კავკასიის რეგიონს და მოლდოვას უხელმძღვანელებს.
დიანა კიღურაძე წარმატებით ხელმძღვანელობს Visa-ს საქმიანობას კავკასიის რეგიონში და ახალ პოზიციაზე დანიშვნით, დამატებით კოორდინაციას გაუწევს Visa-ს სტრატეგიულ მიმართულებებს მოლდოვაში, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომხმარებლებისთვის ინოვაციური გადახდის მეთოდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
“ჩემთვის უდიდესი პატივია ახალი პოზიციის დაკავება და პასუხისმგებლობების გაფართოება. მიხარია რომ Visa-ს გუნდის ჩართულობით დავნერგავთ გადახდის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მოლდოველ პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნას შევუწყობთ ხელს. ამავდროულად, გავაგრძელებ უსაფრთხო, სწრაფი და მარტივი ციფრული გადახდების განვითარებას და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობას საქართველოსა და სომხეთში”. განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge