დიდი ბრიტანეთი რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 100-მდე ტანკერს ასანქცირებს

განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, სანქციების მოხსნის დრო
დიდი ბრიტანეთი “ჩრდილოვანი ფლოტის” 100-მდე ტანკერს სანქციებს დაუწესებს. მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტანკერები რუსეთის ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვანი ფლოტის ბირთვს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების ნავთობი გადაზიდეს.

პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს, 9 მაისს, ოსლოში ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) წარმომადგენლების სამიტზე გამოაცხადებს. მანამდე სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განადგურდეს პუტინის “ჩრდილოვანი” ფლოტი, რაც თავის მხრივ რუსეთს შეუმცირებს ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ენერგოინდუსტრიაც დაასანქცირა: შეუმცირა იმპორტის შესაძლებლობა და ნავთობზე საფასო ჭერი დაუწესა. სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, კრემლმა შექმნა “ჩრდილოვანი ფლოტი”, რომელთა მფლობელები და მათ შორის ამ ფლოტის გადაადგილება ბუნდოვანი იყო. ბრიტანეთი აპირებს სანქცირებულ ტანკერებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალოს, ხოლო ბრიტანეთის კონტროლირებად წყლებში შესვლის შემთხვევაში დააკავოს. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავი რამდენიმე ათეული ტანკერის წინააღმდეგ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *