დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
“დიდმა ბრიტანეთმა ისრაელთან, ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაცის გამო, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კირ სტარმერმა განაცხადა, შოკირებულია ღაზის სექტორში სამხედრო ესკალაციით. მან ასევე დააანონსა სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალაობაში მონაწილეობენ.

„კვლავ მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც ერთადერთ გზას მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ ვიმეორებთ, არ ვეთანხმებით დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებულ მიდგომას და მოვითხოვთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ისრაელმა ღაზის სექტორში ახალი სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას წამოიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორს სრულად დაიკავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *