“ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცულია!”, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე წერს და მადლობა უხდის ივანიშვილს და მის ოჯახს. “ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია! ორმაგად სასიხარულოა, რომ მხოლოდ თარიღს არ აღვნიშნავთ და საქართველოს თითოეული პატრიოტი მოქალაქე, დღევანდელ დღეს, ბოლომდე თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქის სტატუსით ვხვდებით! ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცულია! უტყუარი ფაქტები გვაქვს, თუ რამდენ ზეწოლას გაუძლო ერისკაცმა და მისი პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ, ჩვენი ქვეყნის მტრებზე დამოკიდებული არ გაგვხადა! მადლობა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქის სიამაყე და სიმტკიცე შეგვინარჩუნა! მადლობა მას და მის ოჯახს”, — წერს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე.
დიმიტრი სამხარაძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და
