დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა – დეტალები

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა – დეტალები
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ტრამპის შეფასებით, პუტინთან საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს“.

როგორც ტრამპი Truth Social-ზე წერს პუტინმა უთხრა რომ აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე მას პასუხის გაცემა მოუწევს.

“ზარი დაახლოებით ერთ საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა და ასევე სხვა თავდასხმები. კარგი საუბარი იყო, მაგრამ ისეთი არა, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა.

ასევე, განვიხილეთ ირანთან დაკავშირებული საკითხი, რომ ვადა ეწურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული. პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ამაზე, მჯერა, თანხმობაში ვიყავით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ირანთან საუბრებში და მას შეუძლია, სავარაუდოდ, სასარგებლო იყოს ამის სწრაფი მოგვარებისკენ მოყვანაში. ჩემი მოსაზრებაა, რომ ირანი აყოვნებს თავის გადაწყვეტილებას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, უმოკლეს დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!”, – წერს ტრამპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *