დონალდ ტრამპმა Fox News-თან განაცხადა, რომ გაკვირვებულია პუტინის გადაწყვეტილებით — უკრაინაში ცეცხლის არ შეწყვეტასთან დაკავშირებით. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. “არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებზე რაკეტებს უშვებს, ხალხს კლავს და ეს არ მომწონს,” — განაცხადა დონალდ ტრამპმა. შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ პუტინი სრულიად გაგიჟდა და მას მთელი უკრაინის დაპყრობა სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს “არანაირი სარგებელი” არ მოაქვს და გაჩერებისკენ მოუწოდა. “მე მუდამ კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის სრულიად უაზროდ კლავს ადამიანებს — საუბარი არ არის მხოლოდ ჯარისკაცებზე. რუსეთი რაკეტებსა და დრონებს უკრაინის ქალაქებში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ისვრის. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოიქცევა, ეს რუსეთის დაცემამდე მივა! ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკის არანაირი სარგებელი არ მოაქვს თავისი ქვეყნისთვის ასე საუბრით. ყველაფერი, რაც მის პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა “ტრამპის”, მე მხოლოდ ხელს ვუწყობ დიდი და საშინელი ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო,” — დაწერა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი: [პუტინი] გაგიჟდა — ის სრულიად უაზროდ კლავს ადამიანებს
![დონალდ ტრამპი: [პუტინი] გაგიჟდა — ის სრულიად უაზროდ კლავს ადამიანებს](https://siaxle.net/wp-content/uploads/2025/05/7491-1748277229.jpg)