პლანეტის უმდიდრესი მეწარმე უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო შეტევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დრონები ბრძოლის მომავალია.
ილონ მასკის განმარტებით, პილოტიანი ავიაგამანადგურებლების ეპოქა დასრულებულია და მომავალში ბრძოლებში უპილოტო აპარატებს, ანუ სამხედრო დრონებს გამოიყენებენ.
ამ საკითხზე მასკს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია და უთქვამს, რომ სახელმწიფოების მხრიდან ახალი თაობის ავიაგამანადგურებლების შექმნაზე რესურსების ხარჯვა აზრს მოკლებული იყო, რადგან ერთი თვითმფრინავის ფასად ათასობით დრონის წარმოებაა შესაძლებელი, მათი ეფექტიანობა კი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ერთი ავიაგამანადგურებლის, რომელიც შეიძლება დაზიანდეს ან მის ჩამოვარდნას პილოტის სიცოცხლე შეეწიროს.