თბილისში დღეს დიდუბისა და ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და მოლითის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.