დღეს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან 19 რეისი გაუქმდა

TAV Georgia: გარემოსდაცვითი ინიციატივები და ინოვაციები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, დღეს, თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ჯამში 19 რეისი გაუქმდა.

როგორც BM.GE-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, თბილისის აეროპორტიდან ამ დროისთვის 15 რეისია გაუქმებული, შემდეგი მიმართულებებით: აბუ-დაბი, შარჟა, ერბილი, დელი, დუბაი, თელ-ავივი.

ხოლო ბათუმის აეროპორტიდან გაუქმებულია 4 რეისი: ორი ისრაელის, ერთი ირანის და ერთი საამიროების მიმართულებით.

გუშინ, საბოლოო ჯამში, 16 რეისი გაუქმდა ბათუმის და თბილისის აეროპორტებიდან.

13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. პარასკევს, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სარაკეტო ბაზებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, 14 ივნისის ღამის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთზე ინტენსიური იერიში მიიტანეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *