დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს

დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს

დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში და სხვა გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს. მთავრობის ნებართვის გარეშე, უცხოური ფულის გრანტის სახით მიღება აიკრძალება.

ცვლილების მიზანია, რადიკალურმა ჯგუფებმა ლექციის, სემინარის ან სხვა საჯარო ღონისძიების ჩატარება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ ვეღარ შეძლონ. აკრძალვა არ შეეხება ზოგადი და უმაღლესი განათლების მისაღებად, ასევე სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ სტიპენდიებსა და გრანტებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არაერთხელ დადასტურდა, როგორ იყენებდნენ არეულობის მოსაწყობად კონკრეტული ჯგუფები პატრონებისგან მიღებულ თანხას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *