დღეს, 14:00 საათზე, სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარეს აირჩევენ. განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყრილობაზე ონლიან მედიებს არ დაუშვებენ. როგორც ოცნების პრესსამსახურში აცხადებენ, ყრილობა პირდაპირი ეთერით გაშუქდება და მსურველებს შეეძლებათ, მას თვალი ადევნონ. მოგვიანებით გახდება ცნობილი სად და რომელ საათზე გაიმართება ღონისძიება. “ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება”, — ნათქვამია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარე წლის 25 აპრილს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი თქმით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და პოლიტიკაში ოპოზიციის რანგში დაბრუნებას არ აპირებს.
დღეს, “ქართული ოცნების” ყრილობა “პარაგრაფ თბილისში” გაიმართება
