დღეს, 31 მარტს, თბილისსა და საქართველოს 6 დიდ ქალაქში 15 საპროტესტო აქცია გაიმართება. საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან: ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავსა და ჩხოროწყუში. მთავარი საპროტესტო აქცია თბილისში — “დგება ხალხის გაზაფხული” 20:00 საათზე დაიწყება. 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი — სალომე ზურაბიშვილი. “31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე, როდესაც, 1991 წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99.08%-მა “დიახ” უთხრა დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსული ბატონობის დასრულებას. და ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული. ახალი სიცოცხლით, ახალი ძალებით მოდის ხალხის გაზაფხული. 31 მარტს, 20:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველზე. 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი — სალომე ზურაბიშვილი”, — ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 31 მარტს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი: თბილისი: 12:00 — “ანწუხელიძე უკვდავია” — პარლამენტის უკანა შესასვლელი; 19:00 — სტუდენტების მსვლელობა: ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი საქართველოა!; 19:00 — რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა რესპუბლიკის მოედანი; 19:00 — მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის — აკაკი ჩხენკელის ბიუსტი; 19:00 — პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან; 20:00 — კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობა — რუსთაველის თეატრი; 20:00 — პროტესტი პარლამენტთან: “დგება ხალხის გაზაფხული”; 21:00 — საჯარო ექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ — ილია და აკაკის ძეგლთან; ახალციხე: 18:00 — პროტესტი — შოთა რუსთაველის ძეგლთან; ბათუმი: 19:00 — დამოუკიდებლობა დასაცავია — საკონსტიტუციო სასამართლოსთან; ზუგდიდი: 19:00 — არ დავთმობთ დამოუკიდებლობას — სამხარეო ადმინისტრაციის წინ; თელავი: 19:00 — უწყვეტი პროტესტი თელავში — მერიის წინ; ქუთაისი: 19:00 — სახალხო პროტესტი ქუთაისში — მერიის წინ; ჩხოროწყუ: 20:00 — გაბედე პროტესტი ყოველდღე 19:00 — მერიის წინ.
დღეს, 31 მარტს, თბილისსა და საქართველოს 6 დიდ ქალაქში 15 საპროტესტო აქცია გაიმართება — აქციების ჩამ
