“ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია შანსს გვაძლევს, მოვიზიდოთ მილიარდობით ევროს ინვესტიციები” –

“ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია შანსს გვაძლევს, მოვიზიდოთ მილიარდობით ევროს ინვესტიციები” –
“ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია შანსს გვაძლევს, მოვიზიდოთ მილიარდობით ევროს ინვესტიციები”, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი მოსაზრებით, ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია საქართველოსთვის შანსია და ის დამოკიდებულია იმაზე, დაიცავს თუ არა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროკავშირის სტანდარტებს.

“ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, როგორც “შუა დერეფნის” უმნიშვნელოვანესი ნაწილი! ეს სტრატეგია გვაძლევს შანსს, რომ მოვიზიდოთ მილიარდობით ევროს ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს ამ დერეფნის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ვაჭრობის გაზრდასა და ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ, ეს პოტენციალი პირობითია!

ის დამოკიდებულია იმაზე, დაიცავს თუ არა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროკავშირის სტანდარტებს. ანტიევროპული კანონების გაუქმება და ახალი თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება აუცილებელია ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვიხილავთ ჩინეთისა და რუსეთის გავლენის კიდევ უფრო მეტ ზრდას ქვეყნის ყველა სფეროზე”, – წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *