ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეფასებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფულის გათეთრების რისკი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის გამო კი ეკონომიკურ ბლოკს UAE-ის „შავი სიიდან“ ამოღება სურს, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, სადაც ფინანსური თაღლითობის რისკები მაღალია.
როგორც ევროკავშირში განმარტავენ, არაბულ სახელმწიფოში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა AML/CFT-სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, ამიტომ ქვეყანა ამ
სიაში აღარ უნდა იყოს, რაც ევროპელ ინვესტორებს და კომპანიებს UAE-ის ბაზარზე წვდომას გაუხსნის, რადგან ქვეყანა სარისკო ზონაში აღარ იქნება.