ევროკავშირის “შოკოლადის კრიზისი” კლიმატის ცვლილებამ გააუარესა – კვლევა

ევროკავშირის “შოკოლადის კრიზისი” კლიმატის ცვლილებამ გააუარესა – კვლევა
კლიმატის რღვევა და ველური ბუნების დანაკარგები ევროკავშირის “შოკოლადის კრიზისს” აღრმავებს – ამის შესახებ ბრიტანული ორგანიზაცია Foresight Transitions-ის კვლევაშია საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ კაკაო ერთ-ერთია იმ ექვსი ძირითადი პროდუქტიდან, რომლებიც კლიმატის ცვლილებისგან დაუცველ ქვეყნებში იწარმოება.

ევროკავშირში იმპორტული კაკაოს, ყავის, სოიოს, ბრინჯის, ხორბლისა და სიმინდის ⅔-ზე მეტი ისეთი ქვეყნებიდან შედის, რომლებიც კლიმატის ცვლილებისთვის მომზადებული არ არიან. მათგან სამის – კაკაოს, ხორბლის და სიმინდის ⅔ კი იმ ქვეყნებიდან მოდის, რომელთა ბიომრავალფეროვნებაც დარღვეულია. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კლიმატის რღვევით საკვების წარმოებისთვის მიყენებული ზარალი ბიომრავალფეროვნების დარღვევით კიდევ უფრო გამწვავდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კამილა ჰაისლოპი აცხადებს, რომ საუბარი არ არის აბსტრაქტულ საფრთხეებზე, არამედ პირობებზე, რომლებიც ნეგატიურად უკვე მოქმედებს ბიზნესების ოპერირებასა და საკვების წარმოებასა და ფასებზე.

კვლევის პროცესში ავტორებმა “ნოტრ-დამის გლობალური ადაპტირების ინდექსი” შეისწავლეს, რომელიც კლიმატის ცვლილებისთვის ქვეყნების მზაობასთან ერთად, მათ ფინანსურ და საერთაშორისო დახმარებაზე წვდომასაც აფასებს. ამასთან, კვლევაში გამოიყენეს ბრიტანეთის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის ანგარიშიც, რომელშიც ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ხელშეუხებლობაა შეფასებული. აღმოჩნდა, რომ იმპორტის ძირითადი ნაწილი იმ ქვეყნებიდან მოდის, რომლებიც კლიმატის ინდექსით “საშუალოდ დაბალ” ქულაზე შეფასდა, ბიომრავალფეროვნების სკალაზე კი – ასევე “საშუალოდ დაბალ” ქულაზე.

კაკაოს შემთხვევაში, ევროკავშირში იმპორტის 90%-ზე მეტი სწორედ კლიმატის ცვლილებისთვის მოუმზადებელი ქვეყნებზე მოდის. შოკოლადის ინდუსტრია უკვე დგას კაკაოს დეფიციტისა და შაქარზე გაზრდილი ფასების გამოწვევის წინაშე.

კვლევის ანგარიშში, რომელიც ევროპის კლიმატის ფონდის დაკვეთით მომზადდა, აღნიშნულია, რომ შოკოლადის მსხვილმა მწარმოებლებმა კაკაოს მწარმოებელ ქვეყნებში კლიმატის ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის ინვესტიცია მსხვილი უნდა გამოყონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *