ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი აქტივობებია წარმოდგენილი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრებს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს აცნობენ.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგებს წარადგენენ და იმ სარგებელზე საუბრობენ, რომელსაც ამ პროექტების დახმარებით მოქალაქეები იღებენ.
ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო თამაში წიგნების თარო, სადაც ახალგაზრდები ავლენენ ევროკავშირის ისტორიის, ლიტერატურისა და ევროპული ღირებულებების ცოდნას საინტერესო და სახალისო გზით.
ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას უამრავი ადამიანი ადამიანი ესწრება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, აგრომარკეტ „უნიკალური ქართული გემოს“ ფარგლებში კი ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია და კერძები დაეგემოვნებინათ.