ევროპა თურქეთის სამიტს დაელოდება, სანამ აშშ-ის მოუწოდებს ახალი სანქციები გამოაცხადოს – Bloomberg

ევროპა თურქეთის სამიტს დაელოდება, სანამ აშშ-ის მოუწოდებს ახალი სანქციები გამოაცხადოს – Bloomberg
ევროპელი ლიდერები დაელოდებიან კვირის ბოლოს თურქეთში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას და მხოლოდ ამის შემდეგ მოუწოდებენ აშშ-ის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს.

როგორც Bloomberg-ი წერს, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრაზე და არ დათანხმდება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვენ შეასრულოს საკუთარი მუქარა და რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამ დრომდე კრემლში არ ამბობენ ჩავა თუ არა თურქეთში პუტინი. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს უნდა გაიმართოს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებულია რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ზომები. დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ თუ ზავი არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აამოქმედებენ. თუმცა ამ დრომდე უცნობია რას იზამს ამერიკული მხარე თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და პუტინიც უარს იტყვის სტამბოლში ჩასვლაზე.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე. ასევე ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

მაისის დასაწყისში რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა, რომ ორპარტიული მხარდაჭერის მქონე კანონპროექტი მომზადებული აქვთ, რაც გულისხმობს “ძვლებში დაამტვრევის” ეფექტის მქონე ახალ სანქციებს. საუბარია 500%-იანი ტარიფების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობპროდუქტებს, გაზსა და ურანს ყიდულობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *