“ევროპა იმისთვის გვინდა, რომ მხოლოდ ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი, არ ვითარდებოდეს” – თამაზ დაუშვი

“ევროპა იმისთვის გვინდა, რომ მხოლოდ ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი, არ ვითარდებოდეს” – თამაზ დაუშვი

“ევროპა იმისთვის გვინდა, რომ მხოლოდ ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი, არ ვითარდებოდეს” – თამაზ დაუშვილი

“დიოს” დამფუძნებლის თამაზ დაუშვილის შეფასებით, ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარების მიუხედავად, ეს წინსვლა საქართველოს რეგიონებზე არ აისახება. კერძოდ, როგორც “ანალიტიკას” ეთერში დაუშვილმა აღნიშნა, ეს დარგი მხოლოდ ქვეყნის ორ დიდ ქალაქში ვითარდება, რაც რეგიონებში ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმით, სწორედ ამ მოცემულობის შესაცვლელად სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაცია.

ცნობისთვის, BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 6.8 ქულით გაუარესდა, მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი კი 3.0 ქულით გაუმჯობესდა. თუმცა, სექტორებს შორის, ყველაზე ნაკლებად პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი მშენებლობის სექტორშია.

კარგია, რომ ბიზნესსექტორები ვითარდება, ეს ყველას ინტერესებშია. მთავარი საკითხია, არის თუ არა ეს საკმარისი, რომ ქვეყანა სწრაფი გზით განვითარდეს და დოვლათი ყოველ ადამიანზე გადანაწილდეს.

ვიცით, რომ მშენებლობის სექტორი ორ ქალაქშია მხოლოდ – თბილისი და ბათუმი. ასეთი რამ ევროპის ქვეყნებში არ ხდება. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა? რათა ცხოვრების ის სტანდარტი იყოს ჩვენთანაც და არა ორი ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა განვითარდეს. ამიტომ გვჭირდება ევროპული, კარგი რეგულაციები. ასევე, საუბარი რომ იყოს, სად აღარ შეიძლება მეტის აშენება, სად არის ქალაქის განვითარება საჭირო… 20 წელი კი არ უნდა ვაშენებდეთ მაგისტრალებს და დამაკავშირებელ გზებს.

ევროპა ჩვენთვის ისაა, რის გამოც დავდივართ – ყველას გვიყვარს კომფორტულად გადაადგილება, კარგი გზები, კარგი ტრანსპორტია ყველა რეგიონში, სადაც არ უნდა ჩახვიდე, ადამიანები ბედნიერები დადიან, უხარიათ ცხოვრება. ჩვენთან დიდი კონტრასტია, გახვალ რეგიონში და… რუსებზე ვამბობთ ხოლმე, მოსკოვის მიღმა რა უხარიათო – აქაც იგივეა აბსოლუტურად, ამიტომ, უნდა დავუახლოვდეთ იმ სივრცეს, სადაც ეს ასე არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია”, – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *