გამოკითხვა გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებში ჩატარდა. ექვსივე ქვეყანაში გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყანამ ინვესტიცია განახლებად ენერგიაში უნდა ჩადოს და არა წიაღისეული საწვავის იმპორტში. გერმანიაშიც კი, სადაც მწვანე ენერგიისადმი დამოკიდებულება ძირითადად ნეიტრალურია, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ განახლებადი ენერგია პრიორიტეტია.
ყოველი 5 რესპონდენტიდან 4 ამბობს, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ ენდობიან ენერგიის მიწოდებაში. 78% კი აცხადებს, რომ ამ საკითხში მთლიანად რუსულ მხარეს უცხადებენ უნდობლობას.
ნდობის თითქმის ანალოგიური დონით სარგებლობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. გამოკითხულთა მხოლოდ 19% აცხადებს, რომ ისინი ტრამპს ამ საკითხში ტრამპს ენდობიან. 57% კი უნდობლობას სრულად შეერთებულ შტატებს უცხადებს.
კითხვაზე, “ენერგიის მომწოდებლად რუსეთს აირჩევდით თუ აშშ-ს” – უფრო მეტმა აირჩია “სხვა” ან “არ ვიცი” პასუხი, ვიდრე რომელიმე ქვეყანა. გამოკითხულთა 49% კი აირჩია “არცერთი”. რესპონდენტთა 39%-მა რუსეთს აშშ ამჯობინა , 12%-მა კი რუსეთი აირჩია.
ევროკავშირმა რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტის შეჩერების ბოლო ვადად 2027 წელი განსაზღვრა. გავრცელებული აზრით, ევროკომისია რუსულის ნაცვლად ამერიკულ თხევად გაზს მიანიჭებს უპირატესობას. თუმცა, როგორც ორგანიზაცია “უსაფრთხო ენერგიის პროექტი” მიიჩნევს, გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ევროპელებს ენერგოდამოუკიდებლობა სურთ.