ევროპის დღე 2025 – #ertad აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს!

ევროპის დღე 2025 – #ertad აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს!
დღეს, 9 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
12:00 საათიდან, დაიწყება და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გახსნის.

დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა და სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, “ექსპო ჯორჯიაში” მისულ ადამიანებს, ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგონ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.

სწორედ 75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალობად ქცეული
იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *