200 ევროპული კომპანიის შესწავლის შედეგად დადგინდა, 2025 წელს იმ ბიზნესთა წილი, რომელთა ლობიზმიც თანხვედრაშია კლიმატის გლობალური მიზნების შესრულებასთან, 23%-მდე გაიზარდა; 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3% იყო. ამავე პერიოდში, იმ კომპანიათა წილი, რომლებიც სრულად არიან აცდენილი კლიმატის გლობალურ მიზნებს, 24%-დან 14%-მდე შემცირდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კომპანიათა ნახევარზე მეტის პოლიტიკა, სულ მცირე “ნაწილობრივ თანხვედრაშია” მიზანთან, პლანეტის გადახურება, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 1.5-გრადუსიან ნიშნულზე შენარჩუნდეს.
კვლევის ავტორებმა თვალყურს ადევნებდნენ ბიზნესების ჩართულობას კლიმატის პოლიტიკაში, ისეთ არხებზე როგორებიცაა კორპორაციული დისკურსი, ევროკავშირთან საკონსულტაციო დოკუმენტები თუ კომპანიების სოციალური მედიის გვერდები. დადგინდა, რომ კორპორაციული სექტორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ჩართული კლიმატის ადვოკატირებაში.
2019 წელს, როდესაც ევროკომისიამ “მწვანე შეთანხმება” დააანონსა, კლიმატის გლობალურ მიზანთან ნაწილობრივ თანხვედრაში ოთხიდან მხოლოდ ერთი კომპანიის პოლიტიკა იყო. კვლევამ აჩვენა, რომ 2025 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დადებითი მაჩვენებლით ინდივიდუალური კომპანიების წილი ინდუსტრიულ ასოციაციებისას აღემატება – 2019 წლიდან დღემდე კლიმატის მიზნებთან დაახლოებული ასოციაციების წილი 2%-დან 12%-მდე გაიზარდა.