გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ აშშ-ის განახლებულ სტატისტიკას ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით.
ამასთან, სიახლეებს შევიტყობთ გაერთიანებული სამეფოდანაც, რომლის სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ახალ მონაცემებს ინფლაციასთან, ვაჭრობასთან, უმუშევრობასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.
ასევე, მომავალ კვირას გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისის ცენტრალური ბანკი, რომელიც, სავარაუდოდ, განაკვეთს უცვლელად დატოვებს.
რაც შეეხება გეოპოლიტიკას, ამ მიმართულებით მთელ ყურადღებას ისევ რუსეთ-უკრაინის ომი მიიპყრობს, რომლის დასრულების საკითხი ეჭვებს აჩენს და ინვესტორების დაბნეულობას იწვევს. გარდა ამისა, ინვესტორებს განსაკუთრებით აშფოთებთ ახალი კონფლიქტი, რომელიც ისრაელსა და ირანს შორის დაიწყო.
ამასთან, მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ, მათ შორის იქნებიან: Accenture, Kroger, CarMax და Lennar Corporation.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2025 წლის I კვარტალი)
- მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)
- საგარეო ვაჭრობა (2025 წლის მაისი)
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)
- მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2025 წლის მაისი)