“ის და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა”,- დაწერა უილსონმა.
საქმე ისაა, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 28 მარტს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დღეს მან განაცხადა, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს. ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მანამდე, რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგვიანებით, საკითხზე განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყებაში ამბობენ, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. ამასთან, შსს-ს თანახმად, ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად და უარს აცხადებდა შემოწმებაზე.