ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით, “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს. კომპანია წერს, რომ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. “საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიზეზით არ მომხდარა. დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა” — ნათქვამია განცხადებაში. თბილისსა და საქართველოს რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია დღეს, 19 აპრილის დაახლოების 11:30 წუთისთვის შეწყდა. გაითიშა მეტროს პირველი ხაზი. საქართველოს ელექტროსისტემის ცნობით, დენის გათიშვის მიზეზი კავკასიონის ხაზის გათიშვა გახდა. ამ დროისთვის ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, გამანაწილებელი კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება. ამ დროისთვის მეტროს პირველმა ხაზმა მუშაობა განაახლა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *