საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას ირანის პრეზიდენტმა დაურეკა. ემანუელ მაკრონის თქმით, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო დიდი საფრთხეების თავიდან აცილება და ამის გამო ევროპა ირანთან მოლაპარაკებებს დააჩქარებს. “ასევე ღრმა შეშფოთება გამოვთქვი ირანის ბირთვული პროგრამის გამო. აქაც ჩემი პოზიცია ცხადია: ირანმა არასდროს უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი, და სწორედ ირანს ეკისრება სრული გარანტიების წარდგენის ვალდებულება, რომ მისი მიზნები მშვიდობიანია. მჯერა, რომ არსებობს გზა, რათა დასრულდეს ომი და თავიდან იქნას აცილებული კიდევ უფრო დიდი საფრთხეები. ამისთვის, დავაჩქარებთ მოლაპარაკებებს, რომელსაც საფრანგეთი და მისი ევროპელი პარტნიორები ირანთან ერთად აწარმოებენ”, ― დაწერა ემანუელ მაკრონმა. The Iranian President @drpezeshkian called me. I reiterated my firm demand: Cécile Kohler and Jacques Paris must be released. Their inhumane detention is unjust. I expect them to return to France. I also expressed my deep concern about Iran’s nuclear program.…— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 21, 2025
ემანუელ მაკრონი: ირანმა არასდროს უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი
