სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 618 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ ჯამში 50 ათას ლარამდე. ამასთან, ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე სემეკმა გადაწყვეტილება მიიღო 12 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები ჯამში 125 ათას ლარამდე.
2024 წელს დამცველის სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი 1406 იყო. მათ შორის, 606 ახალი განცხადება/საჩივარი (კოლექტიური მომართვები), სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 2250 მომხმარებელს. სოციალური ქსელითა და ტელეფონის საშუალებით დახმარება გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს – ჯამში 8000-ზე მეტ მომხმარებელს.
“აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს საქმისწარმოების დაწყების საფუძვლად დაფიქსირდა ე.წ ოქმების ჩანაწერის რეკორდული მაჩვენებელი – 144 ოქმი, აქედან, უმეტესობა იყო კოლექტიური პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა სოფლების, უბნების ან კორპუსების მცხოვრებთა საერთო პრობლემებს”,- აღნიშნულია ანგარიშში.
სექტორების მიხედვით 2024 წელს დაწყებული საქმისწარმოება შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ელექტროენერგია – 279
- წყალმომარაგება – 244
- ბუნებრივი გაზი – 83