ერდოღანი პალესტინას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს

ერდოღანი პალესტინას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს
პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს ეხმიანება და პალესტინის მოსახლეობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, პალესტინას ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც ისრაელს, ამიტომ აღმოსავლეთ იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა თუ ღაზის სექტორში პალესტინელების დევნა თურქეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ერდოღანი იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთის დაზვერვა აქტიურად აკვირდება კონფლიქტის მიმდინარეობას და მას აშფოთებს ის ფაქტი, რომ ისრაელი გააზრებულად ზღუდავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას, რაც იქ მცხოვრებ პალესტინელებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტი ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და მშვიდობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *