გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერევანში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სარკინიგზო ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედების და მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ერევანი–ბათუმი–ერევანის მატარებელი შედგება სამი ტიპის თანამედროვე ვაგონისგან: პლაცკარტი, კუპე და საძინებელი ვაგონები. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 16 საათია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ტურისტული მატარებლის შესაძლო ამოქმედებაზეც, რომელიც სამი დღის განმავლობაში იმოძრავებს სომხეთში, ხოლო ექვსი დღე — საქართველოში. ინიციატორია ჩეხური კომპანია „გეპარდ ექსპრესი“, რომელიც გეგმავს მარშრუტზე ევროპელი ტურისტების მოზიდვას.
შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელ ივლისამდე ჩაკეტილი იქნება, ბოლოსთვის ძალაშია ბაქო-თბილისი სამგზავრო მატარებლის აღდგენის საკითხი.