„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას განცხადებით, ჯგუფის სასტუმროებში ვიზიტორთა დინამიკა მკაფიო ტენდენციას აჩვენებს — ამ დროისთვის ყველაზე მზარდ ტურისტულ ბაზრად ჩინეთი იქცა. როგორც კოკაიამ „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, საქართველოსადმი ინტერესი კვლავ მაღალია არაბული ქვეყნებისგან და ისრაელიდან, თუმცა არც ერთ ბაზარს 50%-იანი წილი არ უკავია.
კოკაიამ BMG-თან სასტუმროების ფასებზეც და გაზრდილ კონკურენციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სექტორი მოგების ნაწილში 2019 წლამდე არსებულ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდა.
“ზამთრის სეზონზე დაბალი იყო დატვირთვა თბილისის და გორისთვის, მაგრამ მაღალი იყო გუდაურისთვის. ყველაზე მეტად ამას ხელს უწყობს ხოლმე საერთაშორისო შეჯიბრება, რაც რეკლამაა და უცხოელებს იზიდავს. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც კარგად წავიდა გუდაურში და ბაკურიანში სეზონი იყო ეს, ცუდი სეზონი იყო მესტიასა და გოდერძიზე.
ახლა გარდამავალი პერიოდია და დატვირთულობა განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს სასტუმრო. საქართველოში ისე მოხდა, რომ ბევრი 5*-ის ფასი 4*-ის ფასამდეა დაწეული, 4*-იანებს უწევთ 3-იანი ფასად ოპერირება, შესაბამისად სტუმარს აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ ფასად დაისვენოს.
ზოგადად საქართველო იაფიანი ქვეყანა არ არის, 2019-თან შედარებით ფასები გაზრდილია, მომატებულია კონკურენცია. როცა ვამბობთ, რომ ვერ დაუბრუნდა 2019 წლის ნიშნულს, აქ ალბათ უფრო გასათვალისწინებელია მოგების ნაწილი.
მაშინ თუ 1 მლნ კარგი შემოსავალი იყო, დღეს არ არის ფუნქციონირებისთვის საკმარისი. რამდენა დმომგებიანია ინდუსტრია ამაზე ვსაუბრობთ, ეს ნაწილი არ ჩანს ხოლმე სტატისიტკაში.
ჯგუფების მოთხოვნა ძირითადად 4* და 5*-იანზე ნაწილდება და ინდივუდუალრების შემთხვევაში აპარტამენტებზე. მაგალითად ინდურ ბაზარს ურჩევნიათ ბრენდირებულ სასტუმროში დარჩენა, ჩინურისტვის მთავარია იყოს 5*-იანი და სადაურია ბრენდი ამას არ აქვს მნიშვნელობა.
ჩვენი ჯგუფის სასტუმროებში ყველაზე ზრდადი ბაზარია ჩინეთი. რჩება არაბული ქვეყნებდან და ისრაელიდან ცამოსული სტუმრები, თუმცა 50%-იანი წილი არცერთს არ აქვს. საშუალოდ ეს არის 20-30%.
ევროპიდან ლიდერობს პოლონეთი და გერმანია, თუმცა ეს ის რაოდენობა არ არის, რაც 2019-ში. გასული წლის მსგავსია, იმიტომ რომ მაშინ კლება იყო. ბრიტანეთთან არსებულ ფრენები კარგია, თუმცა ამას პერიოდი სჭირდება. წელს არ ველოდებით ბევრ სტუმარს. კარგია რომ ფრენაა, თუმცა გააჩნია ვინ ტვირთავს, ესენი შეიძლება დღეს იყვნენ მიგრანტები.” – განაცხადა კოკაიამ.