ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს – ტრამპი

ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა კიდევ 75 დღით გადაავადა
მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

„მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც.

დროებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“, – წერს დონალდ ტრამპი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *